თეგებით ძიება

"სიამოვნებით გავხსნიდი დიდ რეანიმაციას და გავაკეთებდი თქვენზე, აუცრელებზე, დიდ ფულს..." - არჩილ მარშანია ანტივაქსერებს

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ანტივაქსერებს მიმართავს:

"არ ვიცი რანაირად დავწერო პოლიტკორექტულად ვიღაცების რაღაცა გრძნობებს რო არ შევეხო მარა უნდა დავწერო მაინც.
არც ვინმე კონკრეტულს ეხება ეს და არც რომელიმე კონკრეტულ ფაქტს, ეხება მთელი პანდემიის პერიოდს და ჩემი და ჩემი კოლეგების გამოცდილებას.
წელიწადზე მეტია რაც ვლაპარაკობთ, ვწვალობთ, საკუთარ ენერგიას, ცოდნას და ხშირად ფულსაც ვდებთ იმისთვის რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ვაქცინებზე დებატებში ყველა მეორე პირდაპირ თუ ირიბ ანტივაქსერთან ჩვენ გვიწევს ჭიდაობა.

ხან ვიღაცა კლოუნი თვითაღიარებული პროფესორები გვასწავლიან ჭკუას, ხან პოპულისტი კოსტუმა ბნელები, ხან მღვდლები და ხან აქტიური ექიმები თავისი ფსევდოინტელექტუალური ბლა ბლა ბლა-თი, ყველას ერთი პრეტენზია აქვს, მაგათ იციან ისეთი რაღაც რაც მთელმა მსოფლიომ არ იცის და ერთი მიზანი შემოიკრიბონ მრევლი მათ გარშემო.

და ამის პარალელურად მთელი ტალახის და მძღნერის შეზელვა მათი მრევლისგან იქნება თუ გაუნათლებელი ბრბოსგან ჩვენ გვიწევს, იმის ფონზე როცა სახელმწიფო ჭუჭუს წელვით არის დაკავებული და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, ხალხი რომ არ გააღიზიანოს.

უბრალოდ ახლა უკვე ისეა საქმე რომ აღარ უნდა ღრმა სამეცნიერო წიაღსვლები:

პლანეტის ნახევარზე მეტია აცრილი;
განვითარებული ქვეყანა არ დარჩა ვინც თითქმის სრულად არაცრა თავისი მოსახლეობა;
10 000ზე მეტი ადამიანი მოკვდა საქართველოში და ყოველ დღე 45 ადამიანის სიკვდილს სიცილით შევყურებთ ლამისაა;
20დან 49 წლამდე ასაკის 400 ადამიანი მოკვდა ამ პანდემიაში საქართველოში;

და ამ 10 000 მკვდარიდან თითქმის ყველა აუცრელია და რეანიმაციაში ვინც წევს იქაც თითქმის ყველა აუცრელია.
ამიტომ ელემენტარული ლოგიკის ამბავია რა, უნდა აიცრათ თუ არა.

ხოდა რის თქმა მინდა, მაინც თუ არ აიცრებით, პასუხისმგებლობაც აიღეთ საკუთარ თავზე, რეანიმაციაში ან კლინიკაში მოხვედრისას შეშფოთება და მერე რეკვა აღარ შველის, მე კი არ მეზარება მარა ფიზიკურად არ არის ადგილები იქ სადაც გვინდა, უბრალოდ არ არსებობს მაღალეფექტური წამალი სამკურნალოდ და გადაღლილი და გაუბედურებულია მედპერსონალი და ისედაც დაბალი დონის ჯანდაცვა, კიდე უფრო უარეს დღეშია.
ამიტომ ტყუილად გექნებათ მაღალი სამედიცინო სერვისის იმედი და ტყუილად გექნებათ ჩემი იმედიც რომ მე რამეს შევცვლი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც მეზარება და არც თავს ვარიდებ, უბრალოდ ფიზიკურად არ არის გამოსავალი და სავსე რეანიმაციებმა და კორონავირუსმა ‘’შინაურული ზარები’’ არ იცის.

ნურც ის გეწყინებათ ჩემთან სტუმრად აუცრელი რომ ვერ მოხვალთ და ნურც იმას გაიკვირვებთ, ‘’ვაიმე ამხელა ქვეყანაში ადგილი როგორ არაა რეანიმაციაში’’.

აგერ ცხვირ წინ გიდევთ ვაქცინა რომელიც მინიმალური გვერდითი ეფექტების რისკის ფონზე 90% დაგიცავთ ამ უბედურებებისგან, რეანიმაციისგან, სიკვდილისგან, გართულებებისგან და ა.შ.

გინდა გაიკეთეთ გინდა არა, მარა თუ არ გაიკეთებთ პასუხისმგებლობა თქვენზეა, ვინც არ გირჩიათ გაკეთება და რაღაც მოხდა ისიც მას მოკითხეთ, მთელი პლანეტა აიცრა ლამისაა, მთელი პლანეტა! და აქ ვიღაცამ რო უფრო მეტი იცის და რაღაც გაშიფრა თუ გგონიათ, გეგონოთ.
რავი მეც სიამოვნებით გავხსნიდი დიდ რეანიმაციას და გავაკეთებდი თქვენზე, აუცრელებზე, დიდ ფულს.
პროსტა ამის არც ნერვები მაქვს, არც დრო, არც სურვილი და არც საწყისი კაპიტალი.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მარშანია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა