თეგებით ძიება

რუსისა და ქართველების ჩხუბი - ვარკეთილში, რუსმა ქართველ ქალს "მარშრუტკაში" შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ქართველი ბიჭი ჩაიყვანა საქმის გასარჩევად

თბილისში, N530 სამარშრუტო ტაქსიში, რუსეთის მოქალაქემ ქართველ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ მამაკაცებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდზე "ვარკეთილი" წერენ.

"530 სამარშრუტო ტაქსში, რუს ბიჭთან შეკამათება, როგორ დასრულდა? ვინც იცით იქნებ დაწეროთ.
ბოლოს ჩავიდნენ და ქუჩაში გააგრძელეს... ჰუალინგების წინ", - კითხულობს ჯგუფის წევრი, რომელსაც სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელი შემდეგ პასუხს სცემს:

"მე ვიყავი იქ, შევესწარი როგორ მიაყენა რუსმა ნაძირალამ ქართველ ქალს შეურაცხყოფა. ქალმა მარშრუტკა გააჩერებინა მძღოლს და უთხრა რუსს ჩასულიყო. არსადაც არ ჩავალო, ვინ ხარ ამას რომ მთხოვ, შენ ჩადიო. მარშრუტკა სავსე იყო კურდღელი "კაცებით", არცერთმა ხმა არ ამოიღო. ბოლოს მე ვერ მოვითმინე, კაცები არ ხართ ხმა ამოიღეთ-თქო და შარი არ გვინდაოო და აგრძელებდა ეს ნაბიჭვარი რუსი, ქალის შეურცხყოფას. მე წამოვხტი, ჩაეთრიე-თქო, მარა ასე თავხედურად იქცეოდააა...ბოლოს, ერთმა ქართველმა ბიჭმა მეგობრულად მხარზე ხელი დაარტყა, საქართველოში თუ ხარ ქართულად ისაუბრეო. ვინ ხარ, ხელს რომ მარტყამ აბა ჩამოდიო და ეს პატარა ქართველი ბიჭი ჩაიყვანა და კიდე კაი, იკაცეს ბოლოს და ჩაყვნენ. მერე აღარ ვიცი იმედია ჭკუა ასწავლეს", - წერენ ჯგუფ "ვარკეთილში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვისტოს ომის მერე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა