თეგებით ძიება

"მშობლებმა იმისთვის, რომ გოგონა იძულებული გაეხადათ, წასულიყო, თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე" - ცვატა ბერძენიშვილი კიევში მომხდარ ტრაგედიაზე წერს

ფსიქოლოგი, ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ნოვაია გაზეტას" რუსმა ჟურნალისტმა, ელენა კოსტიუჩენკომ გუშინ Twitter-ზე დაწერა კიევში გაზრდილი რუსი გოგონას ოჯახის შესახებ.
როდესაც ომი დაიწყო, ეს გოგო კიევში პატარა შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მშობლების ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი ევაკუაცია ვერ ხერხდებოდა. გოგონამ უარი თქვა წასვლაზე და მათ მოსავლელად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ბევრს ეხვეწნენ წასულიყო, ბავშვიც წაეყვანა და თავი გადაერჩინა.
თხოვნამ რომ არ გაჭრა, მშობლებმა იმისთვის, რომ გოგონა იძულებული გაეხადათ, წასულიყო, თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე", - წერს ბერძენიშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა