თეგებით ძიება

"ყველა რეიტინგის მონა თუთიყუშივით იმეორებს “პანდემია დამთავრდა"... "კოვიდი" დამარცხებული არ არის! იფეთქებს" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"Guangzhou, Shanghai ეს ქალაქები გაგიგიათ?! თბილისი, ქუთაისი - ეს ქალაქები გაგიგიათ?!
ხოდა, აი, იმ ჩინურ ქალაქებში კოვიდაფეთქებაა, ამ ქართულ ქალაქებში კოვიდი “დამარცხებულია” და რაც მთავარია, “პანდემია დამთავრდა”.
მოკლედ, ყველა რეიტინგის მონა თუთიყუშივით იმეორებს “პანდემია დამთავრდა”, “კოვიდი დავამარცხეთ”, “კორონავირუსი იქნება ჩვეულებრივი ინფექცია”, “ერთეული შემთხვევები თუ იქნება”, “კოვიდი აღარ არის”… გავიგე, რომ ეკონომისტი, ტანკისტმა, მებაღემ და რეფერნტმა/მდივანმა არ იცის, რას ნიშნავს “პანდემია”, “ეპიდსიტუაცია”, “კოვიდი დავამარცხეთ”… მოდით, ასე ვთქვქთ, არ ცოდნა არ ცოდვაა …. მაგრამ, აი, ჩემს კოლეგებს, სამედიცინო რომ დაამთავრეს და ეპიდემიოლოგია ვითომ რომ ისწავლეს, მათ რაღა დაემართათ?! აშკარად რეიტინგის მონობა ყველაფერს ფარავს….
მწარე სიმართლე კი ასეთია დღეს 11/04/2022:
კოვიდ პანდემია არ დამთავრდა!
კოვიდი დამარცხებული არ არის!
კოვიდის ახალი აფეთქება ივნის/ივლისში იქნება საქართველოში!
ვაქცინაციის შეჩერება კი არა, პირიქით, ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინის მე-4 დოზაზე უნდა გადავიდეთ, განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების და 50-60 წელს გადაცილებულების შემთხვევაში.
მოდერნას ვაქცინა ცოტათი უფრო ეფექტური აღმოჩნდა ფაიზერზე და იმის მაგივრად, რომ ვტენით არაეფექტურ (განსქუთრებით დელტა და ომიკრონზე არაეფექტურია ეს ვაქცინები) ჩინურ ვაქცინებს, მოდერნას შესყიდვაზე უნდა იმუშაოს საქართველომ.
იმის მაგივრად, რომ ერთ დღეში კოვიდ კლინიკებს კეტავენ, იქნებ იფიქრონ კომპლექსურ მიდგომაზე და ახლა დაიწყონ ივნის/ივლისის აფეთქებისთვის მომზადება.
ფაქტია: საქართველოს ჯანდაცვა არის არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და კორუფციის სახე!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა