თეგებით ძიება

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა" - როგორია შარტავას ქუჩაზე დაშავებული ბავშვის მდგომარეობა?

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ისრაელის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგარი კაცია დათი, დიდება უფალს“, - წერს 8 წლის ბიჭის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ 8 წლის დათის მანქანა დაეჯახა. მოზარდისთვის ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო, რის შემდეგ ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ავტომობილის მძღოლს, დავით ჯალაღონიას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა