თეგებით ძიება
26. 02. 2024 ვიდეო

"8 წლის ასაკში მშობლებს ჩვენი დატოვება მოუწიათ, რთული პერიოდი იყო, თუმცა უკეთესი მომავლისთვის გააკეთეს“ - ილია თოფურია ოჯახზე (ვიდეო)

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა. UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ილიას ესპანეთში ჩააკითხა, რომელსაც იქ „ელ მატადორის“ მეტსახელით იცნობენ.

ილიამ გადაცემაში „ნოესთან“ ოჯახზე, კარიერასა და რწმენაზე გულახდილად ისაუბრა.

"8 წლის ასაკში, მშობლებს მოუწიათ ჩვენი დატოვება საქართველოში... რთული პერიოდი იყო, თუმცა ჩემმა გმირმა მშობლებმა ეს ჩემი უკეთესი მომავლისთვის გააკეთეს“, - იხსენებს ილია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა