"ჩვენი მტერია, ვინც საქართველოს სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში ერევა, დასავლეთიდან უამრავი, ამერიკიდან უამრავი... " - გორის საკრებულოს თავმჯდომარე
ომიდან 16 წლის შემდეგ, ქალაქ გორის მაღალჩინოსნები ნაომარ ქალაქში ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ და კვლავ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
"ჩვენი მტერია ვინც საქართველოს სუვერენიტეტში ერევა, ვინც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა... დასავლეთიდან უამრავი, ამერიკიდან უამრავი... ამერიკის პოზიცია „ვაფშე“ გაურკვეველია. ერთ სიბრტყეზე დავაყენებ ვინც საქართველოსთვის არ იქნება." - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ დრომდე არაა საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი, დავით რაზმაძე ამას მოუცლელობით ხსნის და ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე რეგიონს ესტუმრება.
"პრემიერი უახლოეს ხანში გვესტუმრება, სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ ალბათ მოივლის საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ ადვილი არაა ამხელა სამინისტროების მართვა." - აღნიშნა რაზმაძემ.