„აი, ეს ხდებოდა დღეს კულტურის პალატის წინ!“ - როგორ აღნიშნეს გულშემატკივრებმა თბილისში დვალიშვილის გამარჯვება? (ვიდეო)
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
თბილისში, ფილარმონიასთან დილიდან დვალიშვილის ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა, რომ ორთაბრძოლა დიდ ეკრანზე ენახა.
„აი ეს ხდებოდა დღეს კულტურის პალატის წინ! იხარე ჩემო ერო, მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს სამშობლოს. მეტი რაქნას ამ პატარა თავმოყვარე ერმა“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.