ოდესმე ძალას მოვიკრებ, რომ საზოგადოებას მოვუყვე ზოგი ფულზე გაყიდული ქართველი ექსპერტ-ფსიქოლოგის საგმირო საქმენი - თეა გოდოლაძე
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს:
2023 წლი 8 ნოემბერს, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა მხეცურად, წამებით მოკლა მისი 31 წლის მეუღლე - სალტანატ ნუკენოვა. 8 საათი აწამა. თავად იღებდა მობილურით მომაკვდავი მეუღლის წამების კადრებს. დღეს, სასამარლო პროცესს ვუყურე. ძალადობის თემა ჩემთვის უზომოდ სენსიტიურია, კესოს სიკვდილმა საშინლად იმოქმედა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ცუდად იცნობენ ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობას. ბაშიმბაევის სასამართლო პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, მოძალადეებს ძალიან მსგავსი სტრატეგია აქვთ თავის მართლების. მსხვერპლის დადანაშაულება, მანიპულირება.
საწყალი სალტანატიც ურიგდებოდა მოძალადე ქმარს, ვიდრე ამ სადისტმა არ იმსხვერპლა. ასე რომ, ნუ გიკვირთ კესოსი. რატომ შეურიგდაო. მუდმივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის დროს, მსხვერპლი დაუცველი და ძალიან მოწყვლადი ხდება, რაც არ უნდა ძლიერი ადამიანი იყოს. სოციალურ ქსელში, იმდენი ვაი ფსიქოლოგის კომენტარს გადავაწყდი ოდესმე ძალას მოვიკრებ, საზოგადოებას მოვუყვე ზოგიერთი, ფულზე გაყიდული ქართველი ექსპერტ-ფსიქოლოგების საგმირო საქმენი, პირადად ჩემს მაგალითზე - წერს თეა გოდოლაძე.