თეგებით ძიება

"შენ იყავი ზედმეტად კარგი ამ ქვეყნისთვის, სადაც რეალობა შეცვალე და შენი წასვლითაც შეცვლი!“ - ნინა წკრიალაშვილი

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მომღერალი, ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

"შენ იყავი ზედმეტად კარგი ამ ქვეყნისთვის, სადაც რეალობა შეცვალე და შენი წასვლითაც შეცვლი!!!!!!!!მშვიდობით“, – წერს ნინა „ინსტაგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა