NEW YORKER-ის ცნობილი სამართლის ექსპერტი ZOOM-ის ვიდეოკონფერენციაზე პირდაპირ ეთერში მასტურბირებდა
ჟურნალ NEW YORKER-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და სტაჟიანი თანამშრომელი, სამართლის ექსპერტი ჯეფრი ტუბინი მას შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც შეამჩნიეს, რომ იგი ZOOM-ის პირდაპირ ეთერში მასტურბირებდა.
„ შემაცბუნებლად სულელური შეცდომა დავუშვი- მჯეროდა რომ კამერა გამორთული იყო. ბოდიშს ვუხდი ჩემს ცოლს, მეგობრებსა და თანამშრომლებს. ვფიქრობდი, რომ ZOOM-ის ვიდეოსთვის ხმა გამორთული იყო და რომ არავინ მაფიქსირებდა“ - განაცხადა ტუბინმა.
ზემოხსენებული პირი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია სამართლის დარგში. აგრეთვე CNN-ის მთავარი სამართლის ექსპერტის გახლავთ. იგი ჟურნალ NEW YORKER-ში 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. ჟურნალში განაცხადეს, რომ აღნიშული საკითხის გამოძიებამდე ტუბინი დროებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
როგორც ირკვევა, აღნიშნული შემთხვევის დროს ონლაინ ჩართვაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჟურნალის თანამშრომლები, აგრეთვე NEW-YORK-ის რადიოსადგურის მომსახურე პერსონალიც.
წყარო:newposts.ge