თეგებით ძიება

"სლოვაკეთის პრემიერის ინფორმაციით, ზელენსკიმ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ მას 500 მილიონი ევრო შესთავაზა" - Politico

სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ფი­ცოს გან­ცხა­დე­ბით, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ნატო-ში უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლოდ მას 500 მი­ლი­ო­ნი ევრო შეს­თა­ვა­ზა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Politico ავ­რცე­ლებს.

რო­ბერტ ფი­ცოს გან­ცხა­დე­ბით, მან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის უთხრა, რომ გა­ზის ტრან­ზი­ტის გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით სლო­ვა­კეთ­მა შე­იძ­ლე­ბა წე­ლი­წად­ში 500 მი­ლი­ო­ნი ევრო და­კარ­გოს.

Politico წერს, რომ სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს სა­მიტ­ზე უკ­რა­ი­ნის გავ­ლით რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ფიცო გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ცოტა უხერ­ხუ­ლია ფულ­ზე სა­უ­ბა­რი, როცა ამ­დენ ადა­მი­ანს ვკარ­გავთ“.

"უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მკი­თხა, მივ­ცემ­დი თუ არა ხმას უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, თუ იგი რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი­დან 500 მი­ლი­ონ ევ­როს მომ­ცემ­და და რა თქმა უნდა, მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ არას­დროს“, - გა­ნა­ცხა­და რო­ბერტ ფი­ცომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა