თეგებით ძიება
21. 10. 2020 მსოფლიო

"ლედი წითელი პალტოთი" – 38 წლის კეიტ მიდლტონმა ულამაზესი ლუქით გაიბრწყინა (ფოტოები)

კემბრიჯის ჰერცოგინიამ მიმდინარე წლის მაისში ფოტოპროექტი დაიწყო, მან დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას შესთავაზა მონაწილეობა მიიღონ საკმაოდ საინტერესო ივენთში. მათ უნდა გადაიღონ ფოტოები თუ როგორ ატარებენ დროს იზოლაციაში, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში. პროექტის დაარსებიდან ექვსი კვირის მანძიმზე 38 წლის ჰერცოგინიამ 31 ათასი ფოტო მიიღო, გასულ კვირას კი 100 საუკეთესო წარადგინა.

კონკურსის მონაწილეების პორტრეტები დიდი ბრიტანეთის 80 ქალაქსა და რაიონშია გამოფენილი. ისინი ყვებიან სხვადასხვა ადამიანების ისტორიებს და საკმაოდ დიდი წარმატებითაც.

გუშინ, ერთ–ერთ შეხვედრაზე ჰერცოგიანიამ იდეალური ლუქი წარმოადგინა. მთავარი აქცენტი მისი საყვარელი დიზაინერის, ალექსანდრე მაკქუინის ჟოლოსფერ პალტოზე მოდიოდა. ის პროექტის ფარგლებში ერთ–ერთ გამოფენაზე თავის მეუღლესთან ერთად, პრინც უილიამთან ერთად მივიდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა