თეგებით ძიება
21. 10. 2020 მსოფლიო

პოლიციის უპრეცედენტო სპეცოპერაცია- ამოღებულია 2.3 ტონა კოკაინი- შემთხვევა პარაგვაიში

პოლიციამ პარაგვაიში რეკორდული რაოდენობის კოკაინი აღმოაჩინა, რომელიც დამალული იყო ისრაელისთვის განკუთვნილ ნახშირის ტვირთში. საერთო ჯამში, ნარკოტიკული ნივთიერების წონამ 2.3 ტონა შეადგინა, რომლის საბაზრო ფასი მიახლოვებით იქნებოდა $500 მილიონი დოლარი. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ასეთი რაოდენობის ამოღება პოლიციის მიერ უპრეცედენტოა პარაგვაის ისტორიაში.

კოკაინის დიდი პარტია ნაპოვნო იქნა კერძო საკუთრებაში არსებულ პორტზე, ქალაქ ვილეტაში. აღნიშნულ ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სატელევიზიო ტელეარხის ყოფილი დირექტორია. სამართალდამცავთა თქმით, კოკაინი შეფუთულ მდგომარეობაში იდო ამანათებში.

პოლიციელები აცხადებენ, რომ კიდევ 5 კონტეინერი არსებობს, სადაც სავარაუდ ნარკოტიკულ ნივთიერებათა პარტიის წონა 3 ტონას შეიძლება, აჭარბებდეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა