თურქეთის ვიცე პრეზიდენტი- " თუ მოთხოვვნა იქნება, მზად ვართ აზერბაიჯანში თურქი სამხედროები გავაგზავნოთ"
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ სენსაციური განცხადება გააკეთა აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ამის შესახებ ანკარას ოფიციალური ბაქო მიმართავს, ისინი მზად არიან გაგზავნონ სამხედროები.
„კონფლიქტის პირველივე დღიდან პრეზიდენტმა ერდოღანმა დააფიქსირა მკაფიოდ და აღნიშნა, რომ თურქეთი ყოყმანს არ აპირებს“ - აღნიშნა ვიცე პრეზიდენტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აგრეთვე მსგავსი სახის განცხადება გააკეთა კონფლიქტის განახლებიდან რამდენიმე დღეში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომლის თქმით, ოფიციალური ანკარა მზადაა აზერბაიჯანს დახმარება აღმოუჩინოს როგორც დიპლომატიური კუთხით, მოლაპარაკების მაგიდასთან, აგრეთვე ბრძოლის ველზე, სამხედრო თვალსაზრისითაც.