თეგებით ძიება
22. 10. 2020 მსოფლიო

დედამ ერთი წლის შვილი სახლში ექვსი დღით მარტო დატოვა, ბავშვი გარდაიცვალა

თინეიჯერი დედა, რომელიც სამართალდამცავებმა გაუცნობიერებელი მკვლელობის მუხლით დააკავეს, სასამართლო პროცესზე ტიროდა როცა ამბობდა, რომ თავისი შვილი სახლში ექვსი დღით მარტო დატოვა.

18 წლის ვერფი კუდის 20 თვის ქალიშვილი ასია ჰყავდა. ასია სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბრაიტონის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა, სასამართლო პროცესი თითქმის ერთი წელიწადია რაც მიმდინარეობს.

დედამ შვილი 5 დეკემბერს დატოვა და შინ მხოლოდ 11 დეკემბერს დაბრუნდა. გამოძიების თანახმად, წლისა და 8 თვის გოგონა უყურადღებობის მსხვერპლი აღმოჩნდა. დედა დანაშაულს აღიარებს, მას განაჩენს სავარუდოდ მომავალ თვეს გამოუტანენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა