ნიკა გვარამია ამერიკის ელჩს აკრიტიკებს
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადებები არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით, არაკორექტული და ნაჩქარევია.
“ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. როცა ისფედი და სახალხო დამცველი, მთავარი ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები უმძიმეს დარღვევებს აფიქსირებენ, ამგვარი განცხადება, მინიმუმ, ნაჩქარევი და არაკორექტულია. და რაც მთავარია, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. ვწუხვარ, მაგრამ ასეა: მთავარი ჩვენი გულშემატკივრებიც უშვებენ ხოლმე შეცდომებს“ – წერს გვარამია.
აშშ-ის ელჩის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.