ხორუმით შეიჭრებიან პარლამენტში? ხომ შეიძლება მთიულურის მოცეკვავე პარლამენტის დამცველები დახვდნენ ალესილი ხმლებით და არანაკლებ მწყობრი ცეკვით? - ბიძინა გიორგობიანი
ალბათ მორიგ რევოლუციურ სცენარს გეგმავენ და საქართველოს სახელის გასატეხად, ახალი ძალადობრივი სურათის (“კარწინკის”) დადგმა სურს ზურაბიშვილს, საკუთარი აბდაუბდა მოწოდებებით. გასაგებია “ხორუმი ქართული ცეკვაა”, მაგრამ შუბი ხალთაში არ იმალება, ლამაზი ფოლკლორით და ცრუ სენტიმენტებით ვერ შენიღბავთ თქვენს ტერორისტულ ბუნებას. ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ახლაც ჩანს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი, როთაც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
„საქართველოს რევკომმა სისხლიანი რევოლუციის ჩაფლავებული სცენარი შეცვალა. ახალი შეფუთვა ასე გამოიყურება. კუბოების თრევით, მოლოტოვის კოქტეილით, ქვის სროლით და ქალაქის გადაწვით თუ ვერა, ჯერ ხორუმის ცეკვით მოგილბობთ გულებს და მერე გადავალთ საქმეზეო. საინტერესო მიგნებაა, მაგრამ ფაქტია კარგად დაწყებული ხორუმიც ძალადობით და პარლამენტზე შეტევით დასრულდება, სხვა დანიშნულება ამ თეატრალიზებულ წარმოდგენას არ გააჩნია. სწორედ ამას ამბობდა ბრიუსელიდან ომის პარტიის სპიკერი, კაია კალასი „30 დეკემბრამდე რა მოხდება არავინ იცისო”. რა მოხდება და მიხვდნენ რევოლუციის დამკვეთებიც, პირდაპირი ძალადობით არ დადგა სასურველი შედეგი, ეთნოსაკრალური შემოიტანეს საბრძოლო რეპერტუარში. აჭრელდა სოცქსელები და ტელესივრცე “ცეკვით გამარჯვებამდეო” და საინტერესოა ვისზე იმარჯვებენ ბოლოს მოცეკვავეები, ტელემაყურებელზე? ან როგორ უნდა მოხდეს ეს გამარჯვება, ხორუმით შეიჭრებიან იმ პარლამენტში, რომელსაც მანამდე ერთი თვის განმავლობაში ცეცხლს უშენდნენ? ხომ შეიძლება ქუჩის ბოლოს მთიულურის მოცეკვავე პარლამენტის დამცველები დახვდნენ ალესილი ხმლებით და არანაკლებ მწყობრი ცეკვით? ალბათ მორიგ რევოლუციურ სცენარს გეგმავენ და საქართველოს სახელის გასატეხად, ახალი ძალადობრივი სურათის (“კარწინკის”) დადგმა სურს ზურაბიშვილს, საკუთარი აბდაუბდა მოწოდებებით. გასაგებია “ხორუმი ქართული ცეკვაა”, მაგრამ შუბი ხალთაში არ იმალება, ლამაზი ფოლკლორით და ცრუ სენტიმენტებით ვერ შენიღბავთ თქვენს ტერორისტულ ბუნებას. ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ახლაც ჩანს“, - წერს გიორგობიანი.