დამესიენ მიშისტები – მიშაზე ცუდს რომ ამბობთ, მაგიტომ წააგეთო - თამარ ჩერგოლეიშვილი
გიგა ბოკერიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი არჩევნებში წარუმატებლობას დროის სიმცირეს უკავშირებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მკაფიო გამიჯვნისა და დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო,
„გუშინ საარჩევნო არითმეტიკა დავდე – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, "ევროპულმა საქართველომ" 100 ათასი ხმა დაკარგა.
დამესიენ მიშისტები – მიშაზე ცუდს რომ ამბობთ, მაგიტომო.
ძვირფასო უგონოებო:
2017 წელს ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო, მიხეილ სააკაშვილს ჯართი უწოდა და მიხეილ სააკაშვილის ინტენსიური პროპაგანდის ფონზე, რომ მოღალატეები ვართ – 155 ათასი ხმა აიღო.
2018 წელს – ნაციონალებთან დაპირისპირების პირობებში ავიღეთ 175 ათასი ხმა.
რა მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 1 ტურის მერე, რასაც შეეძლო 175 ათასი ხმა ასი ათასით შეემცირებინა?
2018 წლის პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის წარმატების შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა და ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე გადაბარგდა, “მზისქვეშეთში” ადგილის შესანარჩუნებლად.
ამ არცთუ ბრძნული მანევრიდან ორი წლის თავზე ამომრჩეველმა განაჩენიც დადო – დაკარგული 100 ათასი ხმა.
კი, მართალია, რომ "ევროპულმა საქართველომ" არჩევნებამდე 2 თვით ადრე რჩევა სერიოზულ ხალხს ჰკითხა, ისეთ ხალხს, ვისთვისაც პოლიტიკური კამპანიის წარმოება პროფესიაა და აუხსნა იმ ხალმა პარტიას, რომ 2018 წლიდან არასწორად მიდის და სააკაშვილთან მკაფიო გამიჯვნაა საჭირო იმისთვის, რომ ამომრჩეველმა დამოუკიდებელ მოთამაშედ აღგიქვას და შენს მხარდამჭერად ჩამოყალიბდეს. არჩევნებამდე 1 თვით ადრე მკაფიო გამიჯვნაც დაიწყეს.
მაგრამ 1 თვე საკმარისი არ აღმოჩნდა 2018 წელს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ეგაა და ეგ.
მოკლედ, პირიქითაა ეგ ამბავი:
როდესაც სააკაშვილს გამოვეყავით და თანმიმდევრულად შორს ვიჭერდით მისგან თავს გვქონდა 175 000 ხმა.
როდესაც ნაცებში ავიზილეთ, ჩვენი მხარდაჭერის სურვილი 100 ათას ამომრჩეველს გაუქრა.
ვისაც ჭკუა აქვს, ამ გამოცდილებას მის სასარგებლოდ გამოიყენებს“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ევროპულ საქართველოში“ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებენ.