ახლა პარლამენტში შესვლა ხალვაშის რუსთავი 2-ში დარჩენასავით იქნებოდა - კვესიტაძე ოპოზიციას
ტელეკომპანია "მთავარი არხის" წამყვანი, ეკა კვესიტაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას დადებითად აფასებს.
“ახლა პარლამენტში შესვლა ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ში დარჩენასავით იქნებოდა. მაშინაც გვესმოდა არგუმენტები, დარჩით და შიგნიდან იბრძოლეთო. მაშინაც ეგონათ, რომ ტელევიზიის გარეშე დარჩენილები გავმარგინალდებოდით და ვერც ახალი ტელევიზიის შექმნას შევძლებდით. მაგრამ შევძელით – 19 დღეში. ასე რომ, სტანდარტული რაციონალური გათვლები კი არა, მთავარი შინაგანი ღირსების ხმაა – ასეთ დროს, ამ ხმას უნდა დაუგდო ყური და ის აუცილებლად მოგცემს ბრძოლის ძალას", - წერს კვესიტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.