თეგებით ძიება

"როგორ შევიგინო, ამ ზრდილობიანმა ბიჭმა, არა და კარგი რომ ვეღარაფერი მადგება ენაზე ეს დედამოტ*ნული?!"

ბლოგერი გურამ შეროზია, ღია სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"შეგახსენებთ, რომ ერთჯერადი პირბადეების ფასები 50 თეთრია, დღეში 6 მაინც გვჭირდება, რაკი 3 საათში ერთხელ თუ არ გამოვცვალეთ - ჩემს ფეხებს დაგვიცავს.

ახლა დაგვემატა ის, რომ ქუჩაში სიარულის დროსაც უნდა გვეკეთოს, გაჩერებებზე, ბაზარში და ეგეთ ადგილებში - გასაგებია, არ გეკამათებით, მაგრამ არა: შუა ტრასაზეც, 100 მეტრშიც რომ არავინ გყავს - აი იქაც.

ანუ მხოლოდ პირბადეებში, ასი ლარი უნდა წავიდეს თვეში, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც ლარიან-ეკონომიკიანად, დედა არ ჰყავს აღარაფერს, ბავშვებს ბაღში რომ ვერ ვატარებთ - ძიძების ხელფასებიც დაამატეთ აუცილებელ ხარჯებს და მერე თვალებში ჩახედეთ ხალხს! აი, რა ნამუსით?!!!

ან ოკ, დაზოგავს ხალხი და ივლის ასეთი პირბადეებით, რაც დაცვა არა და - კი ხვდებით, რასაც ნიშნავს. როგორ შევიგინო, ამ ზრდილობიანმა ბიჭმა, არა და კარგი რომ ვეღარაფერი მადგება ენაზე ეს დედამოტ*ნული?!!", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა