ყველამ კარგად იცოდა, რომ ცესკოზე შტურმი მზადდებოდა - მანჯავიძე
საკრებუოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე, ცესკოს შენობასთან განვითარებული მოვლენებისა და ამ მოვლენებზე სახალხო დამცველის რეაგირების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, სულ “ოპერაცია წმინდა იანვარიუსი” მახსენდება. ყველამ რომ იცის ქალაქში, ძარცვა რომ მზადდება.
აქაც ასეა.
ყველამ კარგად იცოდა, რომ “ცესკოზე” შტურმი მზადდებოდა. იხილეთ კუპრავას დიალოგი, ათასი ბოევიკით ჰაერში ავწევ “ცესკოსო”- ამბობს კაცი წინასწარ.
ასევე ყველამ კარგად იცოდა, რომ ნაცებს არჩევნები რევოლუციისთვის სჭირდებოდათ. არც ბიულეტენების გადათვლა უნდათ, არც სიტუაციის სხვა ფორმით განმუხტვა. ტელევიზიები რევოლუციურად არიან დამუხტული, რასაც უხვი ფინანსური სტიმულები განაპირობებს.
და კიდევ.
ჩვენი ნებისმიერი პროტესტი ნაცების მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მშვიდობიანი. ხელისუფლებისთვის მებრძოლი ნაცების ყველა აქცია ძალადობრივია. ამიტომ ნაცების არსი არ იცვლება მათი სტატუსის მიუხედავად.
რაც შეეხება ლომჯარიას.
ამ არსების ხმის მიცემისთვის მინიმუმ ასჯერ ჩაირტყან გაშლილი ხელი თავში ხმის მიმცემებმა მთელი ძალით, იქნება ტვინი აუმუშავდეთ.
ქალმა ელემენტარული რამეები არ იცის, რაც ევალება.
მაგალითად , კანონი პოლიციის შესახებ,
მუხლი 31.
“იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება”
პუნქტი 3.
“პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.” – წერს სოსო მანჯავიძე.