“რუსებმა კიდევ 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს”- უკრაინის ომბუდსმენი
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი უკრაინელი ტყვე.
„რუსი ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ხვრეტენ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელით დაისაჯონ“ – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.
მისი თქმით, მან ნახა ვიდეო სადაც ასახულია, როგორ დახვრიტეს რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი უკრაინელი ტყვე. ომბუდსმენი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ და გერო-ს მიაწვდის.