როგორია აქციაზე დაშავებული “ტვ პირველის” ოპერატორის ჯანმრთელობა ოპერაციის შემდეგ
ცესკოს ტერიტორიაზე სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლით აქციის მონაწილეების დაშლის შედეგად დაშავდა „ტვ პირველის” ოპერატორი, რომელსაც თვალზე ოპერაცია დასჭირდა.
" საბედნიეროდ, ბადურა არ დაზიანებულა" – წერს სოციალურ ქსელში „ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
მისივე ინფორმაციით, აქციის წყლის ჭავლით დაშლისას არხის 6 კამერა დაზიანდა.
“ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც კეთდება. ისედაც კამერების დეფიციტი გვქონდა, პრაქტიკულად ნახევარი აღარ გვაქვს. დამიზნებით ხდებოდა წყლის ჭავლის ტყორცნა იქ, სადაც იდგა მედია”, – წერს მელაძე.