"ამას ქვია ღირსეული ქმედება, წაგებული ომი არ აპატიეს! ყოჩაღ სომხებს, ჩვენ კი ტაშ-ფანდური გაგვიმართეს რუსთაველზე"
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა და პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კაპიტულაციის გამოცხადების შესახებ, აპროტესტებენ.
სომეხი ერის გადაყვეტილებას ქართველები ეხმაურებიან.
"ყოჩაღ სომხებს! აი, ამას ქვია ღირსეული ერის ღირსეული მოქმედება. წაგებული ომისთვის პარლამენტის თავმჯდომარეც გაიფინეს და ფაშინიანსაც აუკრავენ მალე გუდა-ნაბადს. იმ ომში ჩვენი მამები, შვილები და ძმები დაიღუპნენ და კაპიტულაციას არ შევარჩენთო. ჩვენ რატომ შევარჩინეთ!!! რატომ არ მივუვარდით და არ გამოვათრიეთ კაბინეტებიდან. რატომ არ ვქენით ის, რაც ახლა სომხეთში ხდება? აქეთ დაგვცინეს და ტაშ-ფანდური გაგვიმართეს რუსთაველზე, როცა ჩვენს დახოცილ ბიჭებს თავზე ყვავ-ყორანი დაჩხაოდა. ამიტომ გვიბედავს ის ნაძირალა, ბილეთი აღებული მაქვს და მალე ჩამოვალო და კიდევ ბევრჯერ გაგვიბედავს. არავის უჩნდება სურვილი კითხვა დაუსვას, მანდ რომ ეგდე რა გააკეთე და რატომ გყავს ამდენი უკმაყოფილო ადამიანიო. არაა.. მიშას წარმატებული რეფორმები დასავლეთიდან ტონობით გამოგზავნილი ფული იყო და სხვა არაფერი და დარჩა თუ არა, ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ის მოუვიდა, რაც უკრაინაში ჭირს ახლა. პოპულისტი და არაფრის მაქნისი ხარო, პირში ეუბნებიან. აქ კი დამარცხებული ქვეყნის მთავარსარდალს ფიანდაზებს უგებენ.. ამიტომ გვჯობია თუნდაც დამარცხებული სომხეთი და გვაჯობებს, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება..", - წერს ფეისბუქ მომხმარებელი საკუთარ გვერდზე.