ვენტვორთ მილერი "გაქცევაში" აღარ ითამაშებს - მსახიობმა ტრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცის თამაშზე უარი განაცხადა
Prison Break ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული მძაფრ-სიუჟეტიანი დრამა სერიალია, რომელიც მაყურებელმა პირველად 2005 წელს იხილა. პროექტმა საზოგადოებაში იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ რეჟისორებმა სერიალის დასრულების შემდეგ მომდევნო სეზონების გადაღება არაერთხელ გადაწყვიტეს. PB-ის მეექვსე სეზონი რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა გასულ დღეს მაიკლ სკოფილდის როლის შემსრულებელმა ვენტვორთ მილერმა სერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. შემსრულებლის განცხადებით მას აღარ სურს ტრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცის როლის შესრულება, რადგან მათზე უკვე ბევრი ისტორია დაიწერა.
დომინიკ პარსელმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა, მისი გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და ვენტვორთს მადლობა გადაუხადა.
okmagazine.ge