თეგებით ძიება

არ გრცხვენიათ მიშამ რომ გამოგიყენათ? გამოგიყვანათ, გაყვირათ და ახლა შედის პარლამენტში- ლატარია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ოპოზიციას მიმართავს:

"სააკაშვილის ჭკუაზე რომ გაიარეთ სხვადასხვა პარტიებმა და მათმა მიმდევრებმა, ნუთუ არ გრცხვენიათ ის, რომ მიშამ გამოგიყენათ ამხელა ხალხი?

გამოგიყვანათ ქუჩაში და ის ხალხიც თვითონ მიიწერა, ახლა კიდევ ვაშაძის პირით გაახმოვანა ის რასაც ფიქრობს და რაც უნდა რომ თქვენ გაიგოთ და მაინტერესებს, ახლა რას იზამთ?

არ მემის და მომკალით, როგორი განაწყენებულიც არ უნდა იყო ოცნებაზე, მიშას ბრძანებას რომ ასრულებთ და მიშას თამაშში შედიხართ ბოლომდე, ხვალ და ზეგ ამ ყველაფერს როგორ ახსნით?

არ დამიწყოთ ახლა ხმებს ვიცავდით ჩვენ და რა შუაშია მიშაო? ხოდა თუ არაფერ შუაშია მიშა, მაშინ იქნებ ყველამ ერთად გვიპასუხოთ:

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ აწი, მიშაზე მიბმულნი რომ ხართ და იქნებით ყოველთვის, ნაწილობრივ მაინც არ გექმნებათ დისკომფორტი? თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ პირველივე დღიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს მოგიწოდებდით, შედით პარლამენტში, იბრძოლეთ საოლქოებში, სასამართლოებში და მხოლოდ და მხოლოდ ამით მოგემატებათ ნდობა მოსახლეობის მხრიდან და ასევე გაიზრდება თქვენი რეიტინგი თქო, მაგრამ არა - თქვენ მაინც "გამოცდილი აფერისტი" სააკაშვილის მითითებებს გაჰყევით და აწი თქვენს თავს დააბრალეთ. ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ მიშამ გამოგიყვანათ, გაყვირათ და მიშა შედის პარლამენტში.

ესეც ასე - აქაც გაჯობათ გაქცეულმა ბელადმა.

არადა გულით მინდოდა მიშას გარეშე ბრძოლაში მენახეთ, რადგან დღევანდელ ქვეყანას სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია!!!", - წერს ლატარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა