თეგებით ძიება

Forbes გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგში შემოსავლებით მაიკლ ჯექსონი ლიდერობს

Forbes-მა გარდაცვლილი ადამიანების შემოსავლების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე კვლავ მაიკლ ჯექსონია. პოპ-ვარსკვლავი 2009 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედების მემკვიდრეებმა 2020 წელს შემოსავლების სახით $48 მილიონი მიიღეს.

მომდევნო პოზიციაზეა მწერალი და ანიმატორი თეოდორ ზოის გაიზელი, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი სიუზი. ის 1991 წელს გარდაიცვალა, ხოლო შემოსავლის სახით 2020 წელს $33 მილიონი მიიღო.

ყველაზე მდიდარი გარდაცვლილების სამეულს მხატვარი – კარიკატურისტი ჩარლზ შულცი კრავს. მისმა შემოსავალმა მიმდინარე წელს $32,5 მილიონი შეადგინა.

ამ სიაში პირველად მოხვდა კალათბურთელი კობი ბრაიანტი. ის 2020 წლის იანვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ის ამ სიაში მეექვსეა. ამ წელს Nike-მა მისი სახელობის კოლექცია გაყიდა. ასევე გაიყიდა მისი ავტობიოგრაფია, რომელიც ახალი ტირაჟით გამოიცა. ჯამში კობი ბრაიანტმა $20 მილიონის შემოსავალი მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა