თეგებით ძიება

"სასოწარკვეთილი მასწავლებელი ვარ, რა დავაშავეთ რაიონის სკოლის პედაგოგებმა?"

საქართველოს ერთ-ერთი რიონის პედაგოგი სოციალუ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში” წერს:

“სასოწარკვეთილი მომხმარებელი არა, მაგრამ სასოწარკვეთილი მასწავლებელი ნამდვილად ვარ …

ვასწავლი რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და ყოველდღიურად ასობით ბავშვთან მაქვს კონტაქტი. ( ჩემს სკოლაში 300 ზე მეტი მოსწავლეა) სკოლამდე მივდივარ ტრანსპორტით სადაც მგზავრთა ნახევარს პირბადე ნიკაპზე უკეთია, აღარაფერს ვამბობ ზოგიერთ ჩემს კოლეგაზე, რომელთაც დღესაც არ სჯერა კორონას არსებობის….
ვცდილობ გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია მაგრამ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია რომლებიც ელემენტარულ წესებსაც არ იცავენ.
ქალაქის სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, რა დავაშავეთ რაიონის სკოლის პედაგოგებმა? რაიონებშიც ძალიან გავრცელებულია უკვე კორონა…

კანონებში ვერ ვერკვევი მაგრამ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დისკრიმინაცია უფროა ვიდრე ლოგიკური გადაწყვეტილება …..

გამოდის რომ კორონა მხოლოდ ქალაქის სკოლის მასწავლებლებისთვის არის საშიში!!!

პ.ს ვიცი რომ საკლასო ოთახში სწავლება ვერ შეედრება ონლაინ სწავლებას…მაგრამ განა რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი ?! განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”, - წერს პედაგოგი ნ. მ. სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა