ვისაც ჩემს სისწორესა და პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება, ყველას… – ლექს-სენი
ქართველი რეპერი,ალექსანდრე (ლექსო) ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებულ აქციებს ესწრებოდა და მღეროდა.
სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომღერალს აკრიტიკებდნენ.
სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა ლექს-სენი და თქვა: „ვისაც ჩემს სისწორესა და პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება, ყველას დედაც...“
ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება, ალბათ იმან გამოიწვია, რომ მომღერალი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა. ამას გარდა, მოსახლეობა ამავე პარტიის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებით უკმაყოფილო იყო და მომღერალ პოლიტიკური გემოვნება დაუწუნეს.
ქავთარაძის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს.