გული არ გასჩერებია, ცოცხალია და მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა მჭედლიშვილი მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ მომღერლის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
"თემურ წიკლაური გარდაიცვალაო, ავრცელებენ ამ ინფოს, მძიმე მდგომარეობაა მაგრამ ადამიანი ცოცხალია, ც ო ც ხ ა ლ ი! გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად! რეანიმაციაში წევს და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ადამიანის სიცოცხლეს მაინც მოეკიდეთ მეტი პასუხისმგებლობით!
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ბატონ თემურ წიკლაურს მსგავსი ტიპის დახმარება არ დასჭირვებია, გული არ გასჩერებია და მისი მდგომარეობა იყო და რჩება სტაბილურად მძიმე", - წერს ბექა მჭედლიშვილი.
მომღერალი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსზე მკურნალობს.