საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინა
საფრანგეთში, ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადეს, რომელსაც ფრანსუა ბაირუ უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ჟან-ნოელ ბარომ და სებასტიან ლეკორნუმ, ასევე ევროპის საკითხებში მინისტრმა, ბენჟამენ ადადმა, რომლებიც ემანუელ მაკრონთან დაახლოებული პირები არიან.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჟერალდ დარმანენი იუსტიციის მინისტრი გახდა.
მინისტრთა ახალ კაბინეტში ასევე შევიდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი, რომელმაც დაიკავა ზღვისიქითა ტერიტორიების მინისტრის პოსტი. ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ელიზაბეტ ბორნი განათლების ახალი მინისტრი გახდა.