თეგებით ძიება

მადლობა ბიძინა ივანიშვილს აბანოს გარეშე დანახული თეთრი და შავი უკანალებისთვის! – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

„ახალი ეპოქა ქართულ პოლიტიკაში! გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩენილი მმართველი ძალა! პოლიტიკური მძორებით გადავსებული ბრძოლის ველი! “არსაიდან ხმა, არსით ძახილი…”, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი! შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო! დემოკრატია, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ არის ლობიობანა. სრულად ჩატარებული ტესტი მადლიერებაზე, ერთგულებაზე, კაცობაზე და უბრალოდ, ადამიანობაზე. პასუხი – უარყოფითი.

მოკლედ, ვინც იტყვის, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, პოლიტიკის არაფერი გაეგება და ა.შ, დიდ ქართველ პოლიტიკოსს და საზოგადო მოღვაწეს- მიშას, გიგას, გრიშას, იკას და შალიკოს ებარებოდეთ.

მადლობა ბიძინა ივანიშვილს 9-წლიანი მშვიდობისთვის, სიწყნარისთვის, აბანოს გარეშე დანახული თეთრი და შავი უკანალებისთვის, უამრავი სიკეთისთვის და მამულიშვილობისთვის! აბა, ჰე! აბა ჰო! ჰკა მაგას დაიწყო!“, – წერს ხოფერია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა