თეგებით ძიება

მანანა, ხომ არ დაგეხმარო? უცებ უხერხულობა მომიხსნა და ყავის ჩამოსხმაშიც დამეხმარა - მანანა თოქმაჯიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი, ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს

"2011 წლის ოქტომბერში, ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, როდესაც მისი პირველი ღია წერილი გამოქვეყნდა. როგორი გარემო იყო საქართველოში, ვფიქრობ, ყველას კარგად ახსოვს - სრული უიმედობის პერიოდი.

სადღაც ერთ კვირაში მის ოფისში აღმოვჩნდი. მახსოვს, თავად შემოვიდა ჩვენ ოთახში, გამეცნო და წარმატებები მისურვა. მაშინ პირველად ვნახე ფიზიკურად ადამიანი, რომლის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მან გააჩინა იმედი საზოგადოებაში.

მეორე დღეს, როდესაც ყავის დასალევად სამზარეულოს ვეძებდი დაბნეული, კიდევ უფრო დავიბენი მასთან მოულოდნელი შეჩეხებით: -მანანა, ხომ არ დაგეხმარო? სახელი რომ იმთავითვე დაიმახსოვრა, ჩემთვის მაშინ ეს სასიამოვნო სიახლე იყო. ყველა უხერხულობა უცებ მომიხსნა და ყავის ჩამოსხმაშიც მომეხმარა.

მთავარი წარმოდგენა, რაც მასზე შემექმნა და ბოლომდე დამრჩა, არის მისი საოცარი თავმდაბლობა და გულწრფელობა ურთიერთობაში. მინახავს, როგორ წმენდდა ეზოს მუშებთან ერთად თოვლისგან, როგორი ადამიანური და უშუალოა ურთიერთობაში ნებისმიერთან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მდგომარეობის.

ძალიან საინტერესო, რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში გავიცანი და ვნახე როგორ გაიარა ყველა ნაბიჯი საოცარი სიმშვიდით, თავდაჯერებით და, რაც მთავარია, სიმართლით (ეს მაშინ, როდესაც მისი ოჯახის უსაფრთხოება და სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა).

ის არც ტიპიური პოლიტიკოსია და არც ტიპიური ჩინოვნიკი, არასდროს გაურბის უხერხულ კითხვებს და პრობლემებს. ამიტომ, მისი პრესკონფერენციები, რომელსაც ქართული და უცხოური მედია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, გრძელდებოდა 3-4 საათი, ვიდრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემოდა.

მე პირადად ძალიან მწყდება გული, პოლიტიკაში მისი მონაწილეობა რომ დასრულდა, რადგან ასეთი ძლიერი და საინტერესო პიროვნება პოლიტიკაში იშვიათია.
დანარჩენს დრო გვიჩვენებს...

პ.ს.შეგნებულად არ ვეხები მის ქველმოქმედებას, ამაზე კიდევ ბევრს გავიგებთ და ვნახავთ ყველა ერთად", - წერს მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა