თეგებით ძიება

ვერ გავაცილეთ პოლიტიკიდან ტაშით, ვარსკვლავით და იქნებ სოციალურ ქსელში მაინც გავავრცელოთ ტაში, რომლითაც ხალხი აცილებს რჩეულს - მაია ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანისვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება:

ვუსმინე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. სევდა დამრჩა, ადამიანური სევდა...

როცა დიდ ფეხბურთს ტოვებს ცნობილი ფეხბურთელი, სტადიონი ფეხზე დგება და ისე აცილებს. ასევე აცილებენ დიდ მსახიობებს, დიდ მომღერლებს. ჩვეულებრივ სამსახურშიც კი, პენსიაზე გასულ საჯარო მოხელეს გაცილებას უწყობენ, მომღერლებს, მსახიობებს ვარსკვლავებს უხსნიან . . .

ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის სრული სპექტრი ორიგინალური, პოლიტიკოსების პატერნებისგან სრულიად განსხვავებული გზით ატარა, ადამიანური და მშვიდობიანი პოლიტიკა შემოიტანა ქართულ რეალობაში, სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები სრულიად განსხვავებულად, არაძალადობრივად განახორციელა. ასევე არაძალადორივად, მშვიდად, პოლიტიკურად გააშიშვლა ლამის, 30 წლიანი სტაჟის მქონე ქართველი ე.წ. "პოლიტიკოსები", რეალურად კი უმაქნისი მოლაყბეები და აგრესიული, ძალაუფლებისათვის გაგიჟებულ ჭინკები!

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მმართველობის სტილი უნიკალურია როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის სივრცისთვის. ეს ყველაფერი ალბათ, მოგვიანებით გაანალიზდება. მტკიცებად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც კმარა, თუ ჩვენი საკუთარი გონებისა და ანალიტიკური უნარის არ გვჯერა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას რაც შეეხება; საქართველოს თავის ისტორიაში ასეთი ქველმოქმედი არ ჰყოლია, და ალბათ, არც არასოდეს ეყოლება! ეს ცალკე, დიდი თემაა.

ადამიანური სევდა მეუფლება, როცა ვხედავ, რომ ეს ადამიანი პოლიტიკიდან მიდის, და კიდევ თავს ვამართლებინებთ, არ იყო ჩემი მმართველობა ცუდიო!!!! ღმერთო, ჩემო!!!

აქვე, მეორე პოლუსის, ბიძა-დისწულის სატელეფონო საუბარი ჩამესმის ყურში, რეფრენად, ქართველებს რომ აგინებენ!!!

ჩვენ ვერ გავაცილეთ პოლიტიკიდან ფეხზე მდგარმა, ტაშით, ვარსკვლავით, კონფერენციით, ან, უბრალოდ, "გაუმარჯოს" შეძახილით უამრავი ქართველის ფიზიკურად და მორალურად გადამრჩენი ადამიანი.

დიდი მადლობა ბატონო ბიძინა! მადლობა მორალური გადარჩენისთვის, მადლობა ცე-ჰეპატიტისგან განკურნებისთვის, მადლობა, შრომის უფლების დაბრუნებისათვის, მადლობა, რომ მობილური ტელეფონის და მოსმენების, შურისძიების, დაჭერების და "გაკულაკების" არ გვეშინია, მადლობა, რომ ეს წლები ომის გარეშე ვიცხოვრეთ! ყველა სიკეთე თქვენს ოჯახს, შვილებს და შთამომავლობას დაახვედროს უფალმა! დალოცვის მეტი არაფერი შემიძლია!

სხვა არაფერი...სიტყვებიც მღალატობენ.... ხო, გავღარიბდით, ნამდვილად გავღარიბდით, პროფესიულადაც, ემოციურადაც...

მე ტექნიკურად ვერ შევძლებ, მაგრამ, ვისაც შეუძლია, იქნებ სოციალურ ქსელში მაინც გავავრცელოთ ტაში, რომლითაც სტადიონები აცილებენ რჩეულს!", - წერს მაია ნიკოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა