თეგებით ძიება

პეტრე კოლხი - იმ მოულოდნელობისთვის იყავი მზად, რაზეც არასდროს გიფიქრია

იმ მოულოდნელობისთვის იყავი მზად, რაზეც არასდროს გიფიქრია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს მამა პეტრე კოლხი აქვეყნებს.

"ყველაზე მეტად იმ მოულოდნელობისთვის იყავი მზად, რაზეც არასდროს გიფიქრია.

ნუ ოცნებობ იმაზე, როდის ააშენებ მრავალსართულიან სახლს, ნურც იმაზე, როდის შეიძენ კუნძულს... შენზე არ არის დამოკიდებული, როდის გაწყდება ის ძაფი, შენს თავთან რომ გაკავშირებს...

შენ მხოლოდ ის შეგიძლია, ეს ძალიან მოკლე ცხოვრება სხვების გახარებით და გაბედნიერებით გააფერადო.

ყველაზე დიდი სიხარული ის არის, როცა სხვის თვალებში იმედის სხივს ჩანერგავ და ჩაქნეულ ხელს ცისკენ ააშვერინებ, მადლობა ღმერთო, ეს ადამიანი რომ გამომიჩინეო...

შენ შეგიძლია რწმენა დაუბრუნო ადამიანს, საკუთარი თავის, მეგობრობის, სიკეთის, ადამიანურობის რწმენა...

ეს მეტია, ვიდრე მრავალსართული სახლი, ვიდრე ყველაზე დიდი კუნძული ლამაზი ხედებით...

პროფესიად აირჩიე ადამიანების გაბედნიერება... მერე კი ყველაზე ბედნიერი იქნები ამ სამყაროში!..", - წერს ფეისბუქზე პეტრე კოლხი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა