ოჯახი ონკოპაციენტის გადასარჩენად მამაპაპისეულ სახლს ყიდის, ოპერაციისთვის 8000 ლარია საჭირო
სენაკში, ონკოპაციენტი მამაკაცის გადასარჩენად ოჯახი მამაპაპისეულ სახლს ყიდის. 56 წლის მათე სოლომონიას, რომელსაც პანკრეასის თავზე სიმსივნური წარმონაქმნი აქვს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, გოგიტა ოდიშარია წერს, სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად 12 ათასი ლარი არის საჭირო.
"ცოტა ხნის წინ პოსტი დავდე სადაც სახლი იყიდებოდა ჩემი მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად..
და ეს ადამიანი ჩვენი თანაქალაქელი მათე სოლომონიაა ,დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ნაცნობი სახეა.
სახლი მისი სიცოცხლის გადასარჩენად იყიდება მეგობრებო. ხვდებით ეს რას ნიშნავს? 12ათასი ლარის გამო სახლი იყიდება.
მათეს დიაგნოზი პანკრეასის თავზე სიმსივნური წარმონაქმნია,რის საფუძველეც სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. ოპერაცია 12ათასი ლარი ჯდება აქედან 4 ათას ლარს სახელმწიფო დააფინანსებს. დანარჩენი კი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული ზუსტად ვიცი რომ გადავარჩენთ.
ყველას მაქსუმალურად გთხოვთ ჩემს მეგობრებს გააზიაროთ პოსტი", - წერს ფეისბუქზე ოდიშარია.
თანხის ჩარიცხვა შეიძლება შემდეგ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი
GE24TB7256045061600005
მიმღები ეკატერინე გაგუა
საქართველოს ბანკი
GE70BG0000000101180347
მიმღები ანა ბაკურაძე