"ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია" - ნინო გიორგობიანი მედიას მადლობას უხდის
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი მედიას კასპში მომხდარი ინციდენტის გაშუქების საკითხზე თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას დღევანდელი თანამშრომლობისათვის.
მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა მანამ, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია!", - წერს ფეისბუქზე გიორგობიანი.