თეგებით ძიება

გაიცანით ნონა ბებო, რომელიც 20 თხასთან ერთად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ომიკო ხოფერია თბილისში, ღია ცის ქვეშ მცხოვრებ მარტოხელა მოხუცზე წერს, რომელიც 20 თხასთან ერთად ცხოვრობს:

"ნონა ბებო გახსოვთ ალბათ, წლებია ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს, ღიაცისქვეშ, მის თხებთან ერთად.
ბათუმში ჰყავს შშმ შვილი და შვილისშვილი, თვითონ 15 წელია რევმატიზმისა და ასთმის გამო წამოვიდა აჭარიდან.
მისი მძიმე ყოფა რომ წარმოიდგინოთ მოგიყვებით და ფოტოებსაც ვურთავ...

ნონა ბებო ცხოვრობს თბილისის ზღვის მიმდებარედ, ლოტკინის მხრიდან ლურჯი “ბრეზენტის” ქვეშ, ცეცხლს მიწაზე ანთებს, ლოგინიც კი არ აქვს, პატარა რბილი სკამი აქვს და მასზე სძინავს... 20 თხა ჰყავს და როდესაც სეზონია, რძეს ყიდის და ფულს აგზავნის აჭარაში შვილთან და შვილისშვილთან.

ჩვენ ახალი წლის ღამეს 31-ში მივუტანეთ ლეიბი, საბანი, თბილი ტანსაცმელი და მზა პროდუქტები და დღემდე ჩემი მეგობრები მიდიან და მიაქვთ საკვები.. თუმცა ეს საკმარისი არ არის.

თუ სადმე აღმოსავლეთ საქართველოში მიტოვებული სახლი იცით, ან თქვენს საკუთრებაშია და შეგიძლიათ შეუშვათ ნონა ბებო გთხოვთ აუცილებლად გამოგვეხმაურეთ, ჩვენ ვუზრუნველყობთ ტრანსპორტირებას როგორც ნონა ბებოსი, ასევე მისი თხების...

ზამთრის მარაგის ანგარიშზე დანიშნულებაში “#ნონასთვის”ჩარიცხულია 501 ლარი. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გულთან მიიტანეთ ნონა ბებოს ამბავი!", - წერს ფეისბუქის მომხმარებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა