"2 დღეა დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან..." - ექიმის რჩევები
პედიატრი, ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლოებს რჩევას აძლევს.
"ჩემი ცოდვა მიეცა იმ ლაივების სთარ რეზიდენტ ბიჭს!
2 დღეა კუჭაშლილი ბავშვების დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან, შემთხვევით კოვიდის «ახალი გართულება" ხომ არ აქვთ მათ შვილებს.
მგონი მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი პოსტი მომწიფდა:
მეგობრებო, MIS-C ანუ ბავშვთა მულტისისტემური ანთების სინდრომი ძალიან იშვიათი (!) და თითქმის ყოველთვის ძალიან მძიმე (!) მდგომარეობაა.
როგორც თავად სახელი გვეუბნება, დაავადება მულტისისტემურია, ანუ ორგანოთა რამდენიმე სისტემას მოიცავს. ის არასოდეს (არასოდეს!) შემოიფარგლება მხოლოდ ერთი, მაგალითად კუჭ-ნაწლავის, სისტემით.
მოკლედ, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ბავშვს, რომელსაც ფაღარათის, ღებინების და მუცლის ტკივილის გარდა არაფერი აწუხებს და სიცხეც კი არ ჰქონია, ან 1-2 დღეში დაუმთავრდა, MIS-C ჰქონდეს.
ცხადია, MIS-C-ზე ჯერ ძალიან ცოტა რამეა ცნობილი, მაგრამ ცალკე CDC-მ და ცალკე WHO-მ ძალიან გარკვევით განსაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ისმება დიაგნოზი. ამ კრიტერიუმებიდან თუ მხოლოდ ერთი სრულდება (კუჭ-ნაწლავის აშლილობა) ვერანაირ მულტიანთებით პროცესზე ვერ ვილაპარაკებთ (დეტალები - ფოტოზე).
ამიტომ,
არა, კოვიდგადატანილ ბავშვს თუ ფაღარათი აქვს, მაშინვე მულტისისტემური ანთების სინდრომზე არ უნდა ვიფიქროთ. უბრალოდ ელექტროლიტები (რეჰიდრონი) უნდა დავალევინოთ.
კი, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ზუსტად ისევე, როგორც ყოველთვის.
კი, პედიატრს უნდა მიმართოთ. განსაკუთრებით, თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, თუ სიცხე 3 დღეზე მეტად გახანგრძლივდა, ან თუ სხვა, კუჭ-ნაწლავთან დაუკავშირებელი ჩივილები დაემატა.
სულ ეს არის.
P.S. მოსახლეობის სამედიცინო განათლებაზე ზრუნვა ფრიად დასაფასებელია, მაგრამ აქცენტებს თუ სწორად გავაკეთებთ, ურიგო არ იქნება", - წერს ექიმმი.