საიდუმლო "დავალებით" მივლინება და ახალი წლის ფეიკი - პრეზდენტი განმარტებას აკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ახალი წლის ახალი ფეიკი!
პრეზიდენტი პარიზში არც მივლინებით, არც საიდუმლო ,,დავალებით” არ ყოფილა, თუ დავალებად არ ჩაითვლება შვილიშვილის გასაცნობად პირადი ვიზიტი.
პრესსამსახურმა კი, ტელეკომპანია ,,ფორმულას" მხოლოდ ეს უკანასკნელი ინფორმაცია დაუდასტურა!",- წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.