თეგებით ძიება

გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, სასწრაფოდ გადაყარეთ ანტიდეპრესანტები! მოიმარაგეთ ნათლისღების წმინდა წყალი - რას ურჩევს თინა თოფურია მოსახლეობას

ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰომეოპათი თინა თოფურია, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მოიმარაგონ ნათლისღების ღამეს წყალი და მოემზადონ განახლებული ცხოვრებისათვის.

"ჩემო ახალო და ძველო მეგობრებო! სამყარო იცვლება და იცვლება ურთიერთობის ფორმებიც! შეიცვალა ღირებულებები, რომლებსაც დიდად ვერ ვეგუებით.

ფელინის ფილმებზე გაზრდილი თაობა თურქულ სერიალებში ეძებს დღეს შვებას! პარადოქსია, მაგრამ რეალობა, რომელიც მოგვწონს თუ არა, უნდა მივიღოთ.

მოგვწყინდა უსტუმრობა, "დარჩი სახლშის "უძრაობა, კომენდანტის საათის მკვდარი სიჩუმე, არავისთვის განათებული საახალწლო ქალაქი, ნაცნობების თვალებამდე "შენიღბული" უცნობი სახეები. მოგვენატრა ღიმილი, ჩახუტება, სიცილი, სტუმარი, თეატრი, კონცერტი ქორწილი, აუზი, სკოლა.

უნდა შევეგუოთ და დავივიწყოთ ყველაფერი რაც გვიყვარდა? რატომ? იმიტომ რომ ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი ცხოვრების წესი? იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე დაგვიგეგმა? ა რ ა! ა რ ა! ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ დეპრესიის ზღვარზეა. მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის დეპრესია, ეს უბრალოდ სიზარმაცეა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებული ერი ვართ! მრავალ ჭირნახული ისტორიის პატრონები ყველანაირ გაჭირვებას სიმღერით და ცეკვა თამაშით ვხვდებოდით. ამიტომაც მოვედით აქამდე. აბა გადახედეთ ჩვენს წარსულს, როდესმე გვქონდა დეპრესიის ფუფუნება? ჩვენ ვართ ერი, რომელიც სულ თვითგადარჩენისათვის იბრძოდა. ხოდა ეხლაც იგივე შემართება გვმართებს!

სასწრაფოდ გადაყარეთ ანტიდეპრესანტები! მოამზადეთ ბოთლები და მოიმარაგეთ ნათლისღების წმინდა წყალი! ბევრს ეკლესიიდან ვერ მოზიდავთ, ამიტომ გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, რომელიც ჩემმა ღრმად მორწმუნე წინაპრებმა მასწავლეს.

ნათლიღების ღამეს ჩვეულებრივი წყალიც სხვა ძალას იძენს. დააგროვეთ, განიბანეთ, გამოფხიზლდით და მოემზადეთ განახლებული ცხოვრებისათვის! მალე აღდგომაა და სიცოცხლე თავიდან იწყება! მადლობა უთხრათ ამ ისტორიულ წელიწადს, რომელმაც ამაოების მარათონს გამოგვთიშა, საკუთარ თავთან დარჩენის შანსი და ფიქრის დრო მოგვცა. კარგად დაგვანახა თუ ვინ არის ვინ. შევძელით ზოგიერთ ძველ ნაცნობ-მეგობართან უმტკივნეულოდ დამშვიდობება და ბევრი ახალი მეგობრეის შეძენა.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო დაუახლოვდით ღმერთს, რადგან კარგად დავინახეთ რომ სრულიად უპატრონო ერი ვართ ანუ "ღვთის ანაბარად მიტოვებული"! რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის და უფლის იმედი უნდა გვქონდეს. მთავარია გვახსოვდეს, რომ ის ყოველთვის ჩვენთან არის და არასდროს არ მიგვატოვებს.

გილოცავთ დამდეგ ნათლიღებას, მისი სასწაული მადლი არ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!", - წერს თინა თოფურია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა