გოგა ხაჩიძე: ვაქცინის ღმერთები ვაქცინას არიგებენ, რიგი და ქართველი? საიდან სადაო - რას უპასუხებდით, ვაქცინაზე დაგვიანებულ ნასვამ ქართველებს?
ყოფილი მომღერალი და პოლიტიკოსი გოგა ხაჩიძე საქართველოში ვაქცინის შემოტანის საკითხს ეხმაურება.
"როდესაც ღმერთი მიწებს არიგებდა, ქართველები რომ ვქეიფობდით, ბოლოს ნასვამები რომ მივბარბაცდით უფალთან და თავისთვის გადანახული წალკოტი დავათმობინეთ, ეგ ლექსი ხომ გახსოვთ?...
ჰოდა, ახლაც ეგეთი ამბავია, ვაქცინის ღმერთები ვაქცინას არიგებენ...
”მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? საიდან სადაო.
და როცა პირწმინდად დარიგდა ვაქცინა,
წვეთიც კი წამლისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს: - ჩვენ რა ვქნათ უფალო?”
- თქვენ რას უპასუხებდით, ვაქცინაზე დაგვიანებულ ნასვამ ქართველებს?...", - წერს გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.