"გარღვევა ქართულ ლიბერასტულ ტელესივრცეში" - სანდრო ბრეგაძე ტელევიზიას ქმნის
ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„სულ მალე – სრულფასოვანი ტელეკომპანია “გეორგია”. ის უკვე არის ყველა საკაბელო არხზე (ჯერ სხვა სახელით), ასევე სატელიტზე და ჩვეულებრივი ანტენებით იქნება შესაძლებელი ყურება – 24-საათიანი მაუწყებლობა, პირდაპირი ჩართვები, ყოველ საათში საინფორმაციო გამოშვება და ყოველდღე პოლიტიკური ტოქ-შოუები.
იქნება გარღვევა ქართულ ლიბერასტულ ტელესივრცეში – ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის “ტაბულა” ცოფებს ყრის უკვე და ეს კარგია“, – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში .