ეს მხოლოდ ნაწილია, რასაც მალე ფარდა აეხდება – ბაჩალიაშვილის დედა მიმოწერას აქვეყნებს
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 24 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში სქრინებს ავრცელებს.
"პროკურატურის განცხადებით ადამიანი, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს, ასეთი სქრინების ფალსიფიკაციას მოახდენდა ირაკლი შოთაძე? ეს გოგონა არის ოჯახის ძალადობის და პროკურატურიდან მუქარის და შანტაჟის მსხვერპლი. ეს ნაწილია იმ ინფორმაციის და მოწმეების, რომლებიც დაასრულებენ თვალში ნაცრის ყრას, თქვენ ხართ მკვლელების მფარველები. დააბრუნეთ საქმე გამოძიებაში და გადმოგვეცით მასალები. მშვიდ ძილს არ გაღირსებთ სანამ მკვლელებს არ დაიჭერთ", - წერს ფეისბუქში თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომლის მტკიცებითაც თამარი მას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართებოდა, დედამისისთვის მიეხედა.