თეგებით ძიება

"დისკრიმინაციულია სიტყვა პუტკუნა?" - ნიკა გვარამია

დისკრიმინაციულია თუა სიტყვა პუტკუნა - "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს.

"მეგობრებო, ვიწყებთ ახალ კულინარიულ გადაცემას. სახელწოდება - პუტკუნების კულინარიული მოგზაურობა.
წამყვანებს ძალიან უხდებათ სიტყვა "პუტკუნები", არ წყინთ და თავის თავსაც ასე მოიხსენიებენ. მე არ მივიჩნევ სიტყვა პუტკუნას დამამცირებლად, არც არავინ ჩემს ირგვლივ. მაგრამ მაინც მინდა გამოკითხვა ჩავატარო.
მაშ ასე, მიგაჩნიათ თუ რა დამაკნინებლად/დისკრიმინაციულად სიტყვა "პუტკუნები"?
თუ კი
თუ არა

ძალიან გთხოვთ, სახელი მოგწონთ არ მოგწონთ არ გვაინტერესებს. დამაკნინებლად/დისკრიმინაციულია თუა სიტყვა პუტკუნა, ეგ გვაინტერესებს
მადლობა წინასწარ", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა