თეგებით ძიება
29. 01. 2021 მსოფლიო

მომატებული ლიბიდო ფსიქიური დაავადების შედეგი - 10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა

უზადო სახეებისა და ზღაპრული ცხოვრების უკან ზოგჯერ სევდიანი ბედი და გულისამაჩუყებელი ისტორიები იმალება. ნერვული აშლილობა და ფსიქოლოგიური პრობლემები მხოლოდ მცირე ფასია, რომელსაც ადამიანები დიდების, წარმატებისა და სიმდიდრისთვის იხდიან.

ნახეთ 10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ოდესღაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი გახდა:

1. ბრიტნი სპირსი
ძნელია იმის ზუსტად დადგენა, როდის იქცა ბრიტნი ლამაზი და პოპულარული თინეიჯერისგან მეამბოხედ. პირველად მან საზოგადოება შოკში თავის გადაპარსვით ჩააგდო, შემდეგ კი მომაბეზრებელ ჟურნალისტებს მოულოდნელად ქოლგით თავს დაესხა. ბევრს გაუკვირდება, როდესაც შეიტყობს, რომ 2007 წელს ბრიტნი სპირსმა გარკვეული დრო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.

მეუღლესთან მტკივნეული განშორების, ასევე მშობლის უფლებების ჩამორთმევის გამო, ბრიტნის ნერვული აშლილობა დაემართა და ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოჩნდა.

Los Angeles Times - ის ცნობით, ბრიტნიმ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობისკურსი გაიარა. სწორედ ამ პერიოდში მომღერლის მშობლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც წერია: „შეშფოთებულები ვართ ჩვენი ქალიშვილის მდგომარეობითა და უსაფრთხოებით, რადგან ის ახლა ძალიან დაუცველია. ვიქრობთ, რომ ამჟამად მისი სიცოცხლე საფრთხეშია.”

საბედნიეროდ, ეს ამბავი კარგად დასრულდა და ბრიტნის პრობლემები წარსულში დარჩა. 2012 წელს ჟურნალმა Forbes ბრიტნი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსად დაასახელა.

2. სიუზენ ბოილი
2009 წელს სიუზან ბოილი სენსაციად იქცა. ბრიტანული ნიჭიერის შოუზე მან არა მხოლოდ ჟიური, არამედ მთელი მსოფლიო მოხიბლა. მილიონობით ადამიანი შოკირებული დარჩა, როდესაც ერთი შეხედვით, სრუილიად ჩვეულებრივი ქალისგან წარმოუდგენლად ლამაზი ხმა მოისმინა, მაგრამ უფრო საოცარი მოვლენები ამის შემდეგ მოხდა.

Times-ის სტატიის თანახმად, ქალმა კულისებში თავი უწესი ქცევით გამოიჩინა. როგორც ჩანს, ყურადღებას მიუჩვეველი, უბრალო გოგონასთვის პოპულარულ შოუზე მეორე ადგილზე გასვლა რთული გამოცდა აღმოჩნდა. ბოილის ნერვებმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო.

ფინალის მეორე დღეს სიუზანი ნერვული აშლილობის დიაგნოზით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სიუზანი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ემოციები. სამი დღის შემდეგ მან კლინიკა დატოვა და კონცერტზე გამოსვლა შეძლო.

3. სტივენ ტაილერი
ფსიქიატრიული საავადმყოფო მხოლოდ დეპრესიისა და ფსიქიკური პრობლემების მართვაში არ ეხმარება - აქ ასევე მკურნალობენ ნარკომანიას, რაც შეიძლება ფსიქიკურ აშლილობად და დამოკიდებულებად ჩაითვალოს.

სწორედ ამ მიზეზით, სტივენ ტაილერი მაკლენის კლინიკაში 1986 წელს მოხვდა. როგორც გაირკვა, Aerosmith-ის სოლისტი თავს ვეღარ აკონტროლებდა და ნარკოტიკების სრულ დამოკიდებულებაში ჩავარდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომღერალი ფსიქიატრიული კლინიკის სარეაბილიტაციო განყოფილებაში მკურნალობდა. ამის შემდეგ ის გარკვეული პერიოდის მანძილზე კარგ ფორმაში იყო და აკრძალულ წამლებს არ შეხებია, თუმცა 2009 წელს ისტორია გამეორდა.

მუსიკოსი კლინიკაში ისევ ფსიქიკური აშლილობისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დიაგნოზით შეიყვანეს. რამდენიმე დღეში სტივენმა ოფიციალური განცხადება გააკეთა: ”ჩემი ოჯახისა და სამედიცინო ჯგუფის დახმარებით ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი ტკივილის მართვაზე და მალე სცენაზე დავბრუნდები...”

4. კეტრინ ზიტა-ჯონსი
იყო ცნობილი, მდიდარი და წარმატებული, არ ნიშნავს, რომ ფსიქიკისა და ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვს.

კეთრინ ზიტა-ჯონსი მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მსუბუქი ფორმით იტანჯება. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ამ ტიპის აშლილობა ამერიკელების 2 პროცენტზე მეტს აწუხებს. გააცნობიერა რა პრობლემის მნიშვნელობა, 2011 წლის აპრილში მსახიობმა კონექტიკუტის საავადმყოფოს დახმარებისთვის მიმართა და კლინიკაში ხუთი დღე გაატარა.

მსახიობის ნდობის აღჭურვილი პირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „კათრინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაეტარებინა გამოკვლევა, რათა დაავადებას გამკლავებოდა. კლინიკაში მისი მოკლევადიანი ყოფნა ამას უკავშირდება.”

5. რობი უილიამსი
ბრიტანელი პოპ მომღერალი რობი უილიამსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2006 წელს შეიყვანეს მას შემდეგ რაც გასტროლებზე ყოფნის დროს თავი დათრგუნულად იგრძნო.

მომღერალმა შოკში ჩააგდო თაყვანისმცემლები თავისი განცხადებით, რომ იშვიათი ფსიქიური აშლილობით არის დაავადებული. მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა უილიამსს დიაგნოზი დაუსვეს - ლუნატიზმი, რომელსაც თან ახლავს გაუცნობიერებლად ჭამა. ეს ნიშნავს, რომ მომღერალი შუაღამეს იღვიძებს, მიდის მაცივართან და ჭამს ყველაფერს, რასაც იქ ხედავს. თავად მუსიკოსის თქმით, ასეთი სერიოზული პრობლემების შესახებ მხოლოდ ახლახანს გაიგო, როდესაც წონის მკვეთრად მომატება დაიწყო.

”ეს ძალიან უცნაური მდგომარეობაა. მძინავს, შემდეგ ვიღვიძებ და ვჭამ, ვჭამ, ვჭამ რასაც ვხედავ ... არც კი მესმის, როგორ ხდება ეს ”, - აღიარა მომღერალმა.

6. კორტნი ლავი
კურტ კობეინის ქვრივი სკანდალებისმოწყობაში არაფრით ჩამოუვარდება თავის ცნობილ ქმარს. მისი რთული ბუნება, რომელსაც მავნე ჩვევები აძლიერებს, საბოლოოდ სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდა.

2004 წელს, საკუთარ დაბადების დღეზე კორტნის თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზოგადოებისათვის საშიშად აღიარეს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ოჯახს, არამედ საკუთარ თავსაც.

კორტნი ნიუ იორკის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

7. ლინდსი ლოჰანი
ლინდსი ლოჰანი თავისი არაადეკვატური გამოხდომებით ცნობილია. ფეთქებადი ხასიათის, ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობის გამო მსახიობი უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩნდა. ლინდსი ხშირი სტუმარია არა მხოლოდ პოლიციის განყოფილებებში, არამედ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც, საიდანაც არაერთხელ გაიქცა. მსახიობი კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რეაბილიტაციის კურსის გავლა დაავალა.

8. ტომ კრუზი
ნიკოლ კიდმანთან რთული განქორწინების შემდეგ, ჰოლივუდელი გულთამპყრობელის ფსიქიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო.
მეგობრებისა და ოჯახის დაჟინებული თხოვნით, მსახიობმა დახმარებისთვის ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა, სადაც სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ რამდენიმე დღე დარჩა.

9. დრიუ ბერიმორი
დრიუს ფსიქიკური პრობლემები ჯერ კიდევ ბავშვობაში დაეწყო. მას სურდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ზრდასრული იყო.

9 წლის ასაკში გოგონამ სიგარეტის მოწევა დაიწყო, 11 წლის ასაკში სიგარეტს ალკოჰოლი დაუმატა, ხოლო 12 წლის უკვე ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი 13 წლის ასაკში სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა.

14 წლის დრიუ თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ისევ სარეაბილიტაციო კლინიკაში აღმოჩნდა. უკვე ზრდასრულმა დრიუმ ავტოგრაფიული წიგნი „პატარა, დაკარგული გოგონა" გამოსცა, რომელშიც საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი აღწერა.

მრავალი წლის შემდეგ მსახიობს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა ისევ მოუწია - ამჯერად, დახურული სივრცის შიშის გამო.

10. მერლინ მონრო
დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლო, საბედისწერო ქერა ლამაზმანი მერლინ მონრო ფსიქიურად დეაავადებული იყო. დაავადება მას დედისა და ბებიისგან გადაეცა - ორივე ქალმა სიცოცხლე ფსიქიატრიულ კლინიკაში დაასრულა.

მსახიობის დედის დიაგნოზი შიზოფრენია იყო, ხოლო მერლინს ბიპოლარული აშლილობა (მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი) აწუხებდა. ამის გარდა ამისა, მსახიობი უძილობითაც იტანჯებოდა და მთელი ცხოვრების მანძილზე საძილე აბებს სვამდა. შედეგად, მას დამოკიდებულება განუვითარდა, რაც დეპრესიის მიზეზი გახდა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტები, რომლებიც მონროს მკურნალობაში მონაწილეობდნენ, ამტკიცებენ, რომ მსახიობის მომატებული ლიბიდო ფსიქიური დაავადების შედეგია. ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, რომელთანაც მას მკურნალობდნენ, ამბობენ, რომ მერლინის ჰიპერსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობებთან პირდაპირ კავშირშია.

ის ნელ-ნელა კლავდა თავის ჯანმრთელობას, როცა საძილე აბებს ალკოჰოლს აყოლებდა. მერლინი უზომოდ ბევრს სვამდა და ამით დეპრესიას „ახშობდა“.

რეჟისორები და კოლეგები მერლინის სკანდალებს და არაადეკვატურ საქციელს მიჩვეულები იყვნენ. გარდა ამისა, ყველამ იცოდა მისი სუიციდისკენ მიდრეკილების შესახებ.

1962 წლის 5 აგვისტოს მე -20 საუკუნის ცნობილი ლამაზმანი და ლეგენდა საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზად როგორც მოსალოდნელი იყო, საძილე აბების გადაჭარბებული დოზა დასახელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა