თეგებით ძიება

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ეცადეთ, უცნობ ადამიანებთან უფრო თამამი იყოთ. ნუ მოგერიდებათ, ურთიერთობაში ინიციატივა გამოიჩინოთ და პირველი გამოელაპარაკოთ. ასეთი აქტიურობა წარმატების მიღწევაში და სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დიდი პრობლემები მოსალოდნელი არ არის, წვრილმან უსიამოვნებებს კი მარტივად გაუმკლავდებით. პირად ურთიერთობებშიც სიმშვიდეა. თუ წინა პერიოდიდან კონფლიქტი და დაძაბულობა გამოგყვათ, ნუ გაამწვავებთ.

კურო

ნუ ეცდებით, შეუძლებელს მიაღწიოთ. მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედეთ და ეცადეთ, რეალისტურად იაზროვნოთ. გირჩევთ, საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.

ტყუპები

ინტუიციურად იმოქმედეთ და შინაგან ხმას უსმინეთ. პოზიტიური განწყობა წვრილმანი პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ. თუ ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდათ, პარტნიორი ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. შეიძლება გარკვეული ზეწოლა იგრძნოთ და სხვა ადამიანების განზრახვების ამოცნობა გაგიჭირდებათ. სასურველია დეკორატიული ნივთის ყიდვა, რომელიც თქვენს სახლში სიხარულს და სულიერ ჰარმონიას შემოიტანს.

კირჩხიბი

ამ დღეს არავის გაუზიაროთ თქვენი გეგმები, ოჯახური ან პირადი საიდუმლო. შესაძლოა, თქვენი იდეები საყვარელმა ადამიანებმაც კი არ დააფასონ და ზოგ საკითხში დაგიპირისპირდნენ. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და მტკივნეულ თემებზე საუბარს. ამ დღეს განსხვავებული როლის მორგება მოგიწევთ, მაგრამ საკუთარ სურვილებზე წინ არაფერი უნდა დააყენოთ. საღამოს სასიხარულო ამბავი გელით.

ლომი

კარგი დღეა ძველ მეგობრებთან შეხვედრისთვის - გაიხსენეთ ისინი, ვინც დიდი ხანია, არ გინახავთ, მით უმეტეს, რომ მალე მათი დახმარება დაგჭირდებათ. უარს ნუ იტყვით შემოთავაზებაზე, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ - ის შეიძლება დამატებითი შემოსავლის პოვნაში დაგეხმაროთ. ფინანსური თვალსაზრისით კარგი კვირა გელით, თუმცა თქვენი პასუხისმგებლობებიც იზრდება. თუ ჩათვლით, რომ საქმეს ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ.

ქალწული

რთული დღეა. უსიამოვნო სიურპრიზები ყველაზე შეუფერებელ დროს და ადგილას გელით. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ამბები ან სხვების საიდუმლო გაიგოთ, მაგრამ ეცადეთ მაშინვე დაივიწყოთ - ამის ცოდნა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციები შესუსტდება. ემოციები აკონტროლეთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ დააზიანოთ, მით უმეტეს, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

სასწორი

ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ, როდესაც თქვენი ენერგია და შრომისუნარიანობა გაიზრდება. მუშაობის დროს სიახლეებს და ექსპერიმენტებს ერიდეთ და ეცადეთ, კარგად გამოცდილი და საიმედო ხერხებით იმოქმედოთ. შესაძლოა, სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. მთლიანობაში, ქაოსური დღეა, თუმცა დღის ბოლოს სიმშვიდეს დაიბრუნებთ.

მორიელი

თუ რამე გეგმა ან ოცნება გაქვთ, შესანიშნავი დღეა მისი განხორციელებისთვის. ფრთხილად იმოქმედეთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. საღამოს შეგიძლიათ სტუმრები მოიწვიოთ და მხიარული წვეულება მოაწყოთ. შესაძლოა, ზოგი გეგმის შეცვლა მოგიხდეთ, მაგრამ ამის გამო ხასიათს ნუ გაიფუჭებთ და უდანაშაულო ადამიანებს ბრალს ნუ დასდებთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

მშვილდოსანი

ვიღაცამ შეიძლება საეჭვო მაქინაციებში თქვენი ჩათრევა სცადოს, ამიტომ გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და საკუთარ თავთან განმარტოვდეთ. შესაძლოა, მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. საღამო დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდე აღიდგინოთ და რთული კვირისთვის მოემზადოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარ პრობლემებსა და საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლა ყველაზე მეტად სამუშაო საკითხებიდან ყურადღების სასიამოვნო საკითხებზე გადატანა და მხიარული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა გჭირდებათ. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, რომ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მერწყული

გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და დაისვენოთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება შემოსავალს გასავალმა გადააჭარბოს.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, თუმცა არ უნდა მოდუნდეთ - გამორიცხული არ არის, რომ კარგად ნაცნობ საქმეებშიც კი შეცდომები დაუშვათ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ემოციებით ნუ იმოქმედებთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა