ელექტროგრილი თუ აეროგრილი — რომელი უკეთესია?
სამზარეულოსთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევა მარტივი არ არის. ელექტროგრილი და აეროგრილი ორი პოპულარული მოწყობილობაა, რომლებსაც მსგავსი ფუნქციები აქვთ, თუმცა მომზადების მეთოდითა და შედეგით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. მოდი მათი უპირატესობები შევადაროთ და განვიხილოთ, რომელ შემთხვევაში რომლის შეძენა ჯობია.
აეროგრილი - მუშაობის პრინციპი
მოწყობილობა 1980-იანი წლების შუა ხანებში შეერთებულ შტატებში შეიქმნა. ამერიკელები პიკნიკების ერთ-ერთი ყველაზე მოყვარული ერია. მოწყობილობა შეიქმნა იმ მიზნით, რომ ადამიანებმა მისი გამოყენება, როგორც სამზარეულოში, ასევე ქუჩაში, წლის ნებისმიერ დროს შეძლონ. აეროგრილი საკვებს ცხელი ჰაერის მიმოქცევის გზით, სპეციალურ კამერაში ამზადებს. ეს მეთოდი ცვლის ცხიმში შეწვის ჯანსაღი ალტერნატივაა, რაც ხელს უწყობს პროდუქტის სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებას.
დადებითი მხარეები:
1. ჯანსაღი კვება: მზადდება ცხიმის გარეშე და ვიტამინების მინიმალური დანაკარგით.
2. უნივერსალურობა: აეროგრილი ერთდროულად ცვლის ქურას, ღუმელსა და მიკროტალღურ ღუმელს.
3. ენერგიის მცირე ხარჯი: შესანიშნავია ელეტრო რესურსის ეკონომიური მოხმარებისთვის.
4. საკვების თანაბარი მომზადება: ცხელი ჰაერი პროდუქტის თანაბარ მომზადბას უზრუნველყოფს.
5. ოსახერხებელია: იდეალურია პატარა სამზარეულოსთვის ან ბუნებაში გამგზავრებისას.
უარყოფითი მხარეები:
1. მომზადების ხანგრძლივობა: შედარებით ნელა ამზადებს, ვიდრე ელექტროგრილი.
2. მცირე მოცულობა: უფრო შესაფერისია მცირე ულუფებისთვის.
აეროგრილში შეგიძლიათ მოამზადოთ: შემწვარი ხორცი, ნამცხვრები, ხმელი ხილი, გააცხელოთ მოხარშული საკვები და ა.შ. აეროგრილში გამომცხვარი ბოსტნეული სასარგებლო თვისებებსა და გემოს დახურული მომზადების სისტემის წყალობით ინარჩუნებს.
აეროგრილით მომზადებული საკვები ჯანსაღია. მომზადების პროცესები ცხიმის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ საკვები ნაკლებად ცხიმიანი და შესაბამისად, ნაკლებად მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ელექტროგრილი - მუშაობის პრინციპი
ნახშირისა და გაზის გრილისგან განსხვავებით, ელექტროგრილი ღია ალით არ მუშაობს. გასახურებლად მას ელექტროენერგია სჭირდება. ზოგიერთ მოდელს ტემპერატურის მარეგულირებელიც აქვს, რომლითაც სიმხურვალის მუდმივი კონტროლია შესაძლებელი.
დადებითი მხარეები:
1. სიჩქარე: კერძები სწრაფად მზადდება.
2. ნახშირზე შემწვარი საკვების ეფექტი: განსაკუთრებით კარგია ხორცისა და ბოსტნეულისთვის.
უარყოფითი მხარეები:
1. შეზღუდული ფუნქციურობა: ელექტროგრილი კონკრეტული ტიპის კერძებისთვისაა განკუთვნილი.
2. ცხიმის საჭიროება: უმეტეს შემთხვევებში, ცხიმის დამატება აუცილებელია.
შედარება სხვადასხვა შემთხვევაში
თუ ეძებთ მოწყობილობას, რომელიც მთელი ოჯახისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას შეძლებს, აეროგრილი საუკეთესო არჩევანია. ცხიმის გარეშე მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის.
ელექტროგრილი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც ნახშირზე შემწვარი ხორცის ან ბოსტნეულის გემო მოსწონს. ის გამოგადგებათ როგორც ოჯახური შეკრებების, ასევე ბუნებაში დასვენების დროს.
პატარა სამზარეულოს შემთხვევაში მცირე ზომის აეროგრილი საუკეთესო გამოსავალია — ის ტრადიციულ ღუმელს წარმატებით ჩაანაცვლებს.
იდეალურ შემთხვევაში, აეროგრილი და ელექტროგრილი ერთმანეთს მშვენივრად შეავსებენ თქვენს სამზარეულოში, რაც თქვენს განსხვავებულ კულინარიულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.