თეგებით ძიება

14 თანამედროვე ტექნოლოგია მაცივრებში

მაცივრის მთავარი ამოცანა პროდუქტების შენახვაა, თუმცა, თანამედროვე მაცივრები აღჭურვილია მრავალფეროვანი ტექნოლოგიებითა და ფუნქციებით, რომლებიც ამ ამოცანას ბევრად უფრო კარგად, უსაფრთხოდ და მოხერხებულად უმკლავდებიან.

ამ სტატიაში 14 ყველაზე საინტერესო შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელსაც თანამედროვე მაცივრები გვთავაზობენ.

სწრაფი გაყინვის რეჟიმი

სწრაფი გაყინვის რეჟიმი საჭიროა იმ დროს, როცა  დიდი რაოდენობის პროდუქტის სწრაფად გაყინვა გჭირდებათ.

სწრაფი გაყინვის რეჟიმის მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია - ჩართვის შემდეგ, მაცივარი გარკვეული დროით, ჩვეულებრივზე უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს და პროდუქტებს სწრაფად ყინავს. რამდენიმე საათის შემდეგ საყინულე მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

სწრაფი გაყინვის რეჟიმი ყველა საყინულე კამერაში და ზოგიერთ მაცივარშიც გვხვდება. მაცივრის შემთხვევაში მას სწრაფი გაცივების რეჟიმი ქვია. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოწყობილობა ცხელ პროდუქტს (მაგალითად, წვნიანს), სწაფად აგრილებს, რითაც სხვა პროდუქტებს სითბოს ზემოქმედებისგან იცავს.

 

ხელოვნური ინტელექტი და მობილური აპლიკაციები

 

თანამედროვე მაცივრების თითქმის ყველა მოდელი აღჭურვილია ინტელექტუალური მართვის სისტემით. ეს სისტემა შიდა ტემპერატურას პროდუქტის რაოდენობის მიხედვით არჩევს, რაც პროდუქტის შენახვის იდეალური პირობების შექმნას ხელს უწყობს და ზედმეტი ენერგიის ხარჯვას თავიდან გვაცილებს.

კიდევ ერთი პოპულარული რეჟიმი, რომელსაც პრემიუმ კლასის მაცივრები გვთავაზობენ, მობილური აპლიკაციების საშუალებით მართვაა. მაგალითად, Gaggenau-ის ტექნიკას Home Connect აპლიკაციით მართვა შეუძლია. ეს მოსახერხებელი, პრაქტიკული და მარტივი მეთოდია.

სუნისგან დაცვა

 

მაცივრების მუშაობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არასასიამოვნო სუნია. თანამედროვე მოწყობილობების შექმნისას ინჟინრები ამ პრობლემას ნახშირის ფილტრებისა და ისეთი ანტიბაქტერიული საფარების გამოყენებით ებრძვიან, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი.

Gaggenau-ის ბევრი მოდელი, მაგალითად Gaggenau RVY 497 ან RY 295, აღჭურვილია აქტიური ნახშირის ჰაერის ფილტრით, რომელიც უცხო სუნებს შთანთქავს.

 Фильтры и ионизация в холодильниках

იონიზაცია

კიდევ ერთი პოპულარული მეთოდი, რომელიც უსიამოვნო სუნისა და ბაქტერიების გამრავლებას ებრძვის ჰაერის იონიზაციაა. იონიზაციის სისტემა მაცივრის შიდა სივრცეში უარყოფითად დამუხტულ იონებს გამოჰყოფს, რომლებიც ანეიტრალებენ ობს, სოკოს და მავნე ბაქტერიებს, რაც პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს.

 

ვერცხლის გამოყენება

 

ზოგიერთი მწარმოებელი მაცივრის წარმოებაში ვერცხლის ტექნოლოგიას იყენებს. ცნობილია, რომ ვერცხლს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ამიტომ ჰაერის გასაწმენდად და ბაქტერიებისგან დასაცავად ვერცხლის იონების ფილტრები გამოიყენება.

 

სრულყოფილი შენახვა

 

მაცივრის მწარმოებლები მუდმივად ახალ გადაწყვეტილებებს ეძებენ, რომ პროდუქტების შენახვის ვადა გაახანგრძლივონ. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ჯანსაღი ზონა

 

ეს არის სპეციალური განყოფილება, რომელიც თითქმის ყველა პრემიუმ კლასის მაცივარს აქვს. ამ ზონაში შენახვის ტემპერატურა 0°C-მდეა შემცირებული, რაც ხორცის, თევზის, კარაქის და მსგავსი პროდუქტების შენახვისთვის იდეალურია. ისინი ასეთ პირობებში გაცილებით უკეთ ინახებიან.

ვაკუუმური უჯრები

 

კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტა - ვაკუუმური უჯრებია. ცნობილია, რომ ვაკუუმი პროდუქტის შენახვის ვადას მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს. ზოგიერთ ულტრათანამედროვე მოდელში სპეციალური განყოფილება არსებობს, საიდანაც დახურვის შემდეგ ჰაერი გამოდის და ვაკუუმი იქმნება.

 

ტემპერატურისა და ტენიანობის ინდივიდუალური კონტროლი

 

ყველამ იცის, რომ მაცივარში ცივი გარემოა საჭირო, მაგრამ იდეალურ პირობებში ყველა პროდუქტს განსხვავებული ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება. სასურველია, რომ მაცივრის სხვადასხვა განყოფილებაში შესაძლებელი იყოს ტემპერატურის ინდივიდუალურად დაყენება.

ამ მოთხოვნას ნაწილობრივ ყველაზე მარტივი მოდელებიც აკმაყოფილებენ - როგორც წესი, საყინულესთან ახლოს განლაგებული თაროებთან უფრო ცივა, ვიდრე სხვაგან. უფრო თანამედროვე მოწყობილობები კი საშუალებას გაძლევთ ტემპერატურისა და ტენიანობის პარამეტრები სხვადასხვა დონეზე დაარეგულიროთ, რაც იდეალურ პირობებს ქმნის როგორც ნედლი პროდუქტებისთვის, ასევე მზა კერძებისთვის.

 

თაროების სიმაღლის შეცვლა

 

მაცივარში თაროების სხვადასხვა სიმაღლეზე დაყენება ყველაზე უბრალო მოდელშიც შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის ხშირად პროდუქტების მაცივრიდან გამოღებაა საჭირო.

მაცივრის თანამედროვე მოდელებში დაამატეს ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ თაროების განლაგება თქვენი სურვილის მიხედვით დაარეგულიროთ.


ყინულის გენერატორი

 

ყინულის გენერატორი ბევრ თანამედროვე მაცივარს აქვს. ეს მოწყობილობა აგროვებს წყალს (არსებობს წყალმომარაგებასთან პირდაპირი მიერთების შესაძლებლობა) და ამზადებს სუფთა, ხარისხიან ყინულს თქვენი სასმელებისთვის.

 

ღია კარის საწინააღმდეგო დაცვა

 

ღია კარის შესახებ შეტყობინება უკვე ბევრი მაცივრის სტანდარტულ მოვალეობებში შედის. სამზარეულოში საქმიანობისას მაცივრის კარის გახსნა ხშირად გვიწევს და სიჩქარეში შეიძლება კარი ბოლომდე არ დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, მაცივარი ხმოვან გაფრთხილებას გამოსცემს, რაც შიდა ტემპერატურის ცვლილებას თავიდან აგარიცილებთ.


კარის ავტომატური დახურვა

 

მაცივრის ზოგიერთ მოდელს აქვს ფუნქცია, რომელიც ღიად დატოვებულ კარს ავტომატურად ხურავს.

 

ენერგოეფექტურობა

 

მაცივარი მუდმივად ჩართული მოწყობილობაა, ამიტომ მისი ენერგიის ხარჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. მწარმოებლები ყოველთვის ცდილობენ, ტექნიკა მაქსიმალურად ენერგოეფექტური გახადონ.

 

დასკვნა

 

ამ სტატიაში 21-ე საუკუნის მაცივრების 14 საინტერესო ფუნქციისა და შესაძლებლობის შესახებ გიამბეთ. ეს ტექნოლოგიური სიახლეები პროდუქტის ოპტიმალურ შენახვას და უკეთეს გამოყენებას უზრუნველყოფს.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა